შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კოვე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბაღარსუქი, გუდაუთის რაიონი. 1930-1933 წლებში სწავლობდა სოხუმის ვ. დომოგაროვის თეატრალურ სტუდიაში. 1931 წლიდან იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ახმა(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მუროვი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), იაკობი(მ.გორკის "ფსკერზე"), თავადი ტრუბეცკოი(ნ. ლერნერის "დეკაბრისტები"), კაზუხა(მ. კოვეს "ინანხა კალეა"), თენგიზი(ვ. გაბესკირიას "სამი მეგობარი"), მარკოვი(კ. სიმონოვის "ერთი ქორწინების ისტორია"), სკაპენი(მოლიერის "სკაპენის ოინები"), მაქსიმე(ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), ელიზბარი(მ. ლაკერბაის "დანაკაი"), სოლეიმანი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აკოფა(ა. ცაგარელის "ხანუმა") და სხვ. მიხეილ კოვეს დიდი დამსახურება მიუძღვის აფხზაზური ეროვნული თეატრის წინაშე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.12; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 110-111 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |