Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აშოტ ქაჯვორიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 1926 წელს დაამთავრა თბილისის 76-ე შრომის სკოლა. 1927 წელს სწავლა განაგრძო ერევნის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. 1928-1929 წლებში მუშაობდა ლენინაკანის თეატრში, პარალელურად სწავლობდა სომხეთის მეორე სახელმწიფო თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1929 წლიდან იყო თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კლავდიუსი, იაგო(შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), დე სილვა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მსახიობი(მ. გორკის "ფსკერზე"), ოთარ-ბეგი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აბდულ-სადეხი(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), არკადი(ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კოშკინი(კ. ტრენიოვის "ლუბოვ იაროვაია"), მუხტარ ბეგი(ს. ვურღუნის "ხანლარი"), პოდკოლიოსინი(ნ.გოგოლის "ქორწინება"), ზიმზიმოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), მაქსიმილიან მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. აშოტ ქაჯვორიანი ავტორია პიესებისა: "ქაოსი", "დავით ბეგი", "სიყვარულის გაზაფხული", "არტისტი", "ძალადობის ბრჭყალები" და სხვ. სომხურად თარგმნა პიესები: კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", მ. ლერმონტოვის "მასკარადი", ნ. გოგოლის "ქორწინება", ფ. შილერის "ყაჩაღები", ვ. შკვარკინის "სხვისი ბავშვი", ლ. ლეონოვის "შემოსევა" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.17 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |