შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აშოტ ქაჯვორიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. 1926 წელს დაამთავრა თბილისის 76-ე შრომის სკოლა. 1927 წელს სწავლა განაგრძო ერევნის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. 1928-1929 წლებში მუშაობდა ლენინაკანის თეატრში, პარალელურად სწავლობდა სომხეთის მეორე სახელმწიფო თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1929 წლიდან იყო თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კლავდიუსი, იაგო(შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), დე სილვა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), მსახიობი(მ. გორკის "ფსკერზე"), ოთარ-ბეგი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), აბდულ-სადეხი(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), არკადი(ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კოშკინი(კ. ტრენიოვის "ლუბოვ იაროვაია"), მუხტარ ბეგი(ს. ვურღუნის "ხანლარი"), პოდკოლიოსინი(ნ.გოგოლის "ქორწინება"), ზიმზიმოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), მაქსიმილიან მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ. აშოტ ქაჯვორიანი ავტორია პიესებისა: "ქაოსი", "დავით ბეგი", "სიყვარულის გაზაფხული", "არტისტი", "ძალადობის ბრჭყალები" და სხვ. სომხურად თარგმნა პიესები: კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", მ. ლერმონტოვის "მასკარადი", ნ. გოგოლის "ქორწინება", ფ. შილერის "ყაჩაღები", ვ. შკვარკინის "სხვისი ბავშვი", ლ. ლეონოვის "შემოსევა" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |