შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ შარაძენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1937 წელს. სახვადასხვა დროს მუშაობდა ქარხანა "ზაპოროჟსტალში", ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე, დირექტორად (1965-1970), საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ (1963-1965), ინდოეთის ქ. ბოკაროს მეტალურგიული ქარხნის მთავარ კონსულტანტად (1970-1971). სპეციალისტების ჯგუფთან ერთად რუსთავის მილსაგლინი აგრეგატის "400" მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის 1962 წელს მიენიჭა ლენინური პრემია. მეტალურგი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.686 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |