The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე შმელევი

ალექსანდრე შმელევი
Date of birth:27 February, 1914
Date of death:1984  (at 69 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1930 წელს თბილისის მე-5 რკინიგზის სკოლის შვიდწლედის დამთავრების შემდეგ წსავლა განაგრძო თბილისის რკინიგზის ტექნიკუმში. 1934-1938 წლებში სწავლობდა გრიბოედოვის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1941-1945 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა ანსამბლებში მსახიობად. 1945 წლიდან გრიბოედოვის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაქსიმოვი(ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), ორლოვი(ა. სეროვის "შორს სტალინგრადიდან"), ტიტი-ნანე(კ. გოლდონის "მეთევზეები"), მოლოვიდოვი(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პოლიცმეისტერი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), სკალაზუბოვი(ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ალექსეი(ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), ფაბიო(ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე"), შაბერი(ო. ბალზაკის "პოლკოვნიკი შაბერი"), მარკოვი, არკადი, ბურმანი(კ. სიმონოვის "ერთი სიყვარულის ისტორია", "ყმაწვილი ჩვენი ქალაქიდან"), ნილი(მ. გორკის "მდაბიონი"), ფიოდორ დიატლოვი(ნ. პოგოდინის "მესამე პათეტიკური"), ალონზო(ა. კასონას "მესამე სიტყვა"), როჯერს გლენ დევიტი(ძმები ტურების "ჩრდილოეთის მადონა") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.18

Awards and Honors

  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: