The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრა სიხარულიძე

ალექსანდრა სიხარულიძე
Date of birth:1908
Date of death:1979  (at 71 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა მე-5 გიმნაზია. 1923-1925წწ. სწავლობდა დაამთავრა აკ. ფაღავას დრამატულ სტუდია 1925 წელს.

სტუდიის დამთავრების შემდეგ მსახიობად დატოვეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (1925-1926); სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1926-1927), თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1927-1928), სოხუმის (1929-1931), თელავის (1931-1932), ჭიათურის (1928-1929; 1932-1937), შოთა რუსთაველის სახელობის (1938-1963) თეატრებში; ძირითადად სახასიათო მსახიობი იყო; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მართა (ა. შანშიაშვილის "არსენა"), ისახარი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), შამანდუხი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), აგრაფინა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), დარეჯანი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), სანდუხტი (ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი ძია"), ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშვე?"), სალომე (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), მთვარისა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), მარინე (ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), კირილოვნა (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ანუშკა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ტავერნის დიასახლისი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), პასკვალა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.43; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.63

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: