| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე შატილოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა დერპტის (ესტოეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს. 1888 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1888-1889წწ. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1898-1901წწ. თბილისში ხელმძღვანელობდა მუშათა საზოგადოების წრეს. როგორც რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი 1898-1900წწ. იყო თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშათა გაფიცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მუშაობდა ექიმად ბათუმში; 1912 წელს ბათუმის საზოგადოების ორგანიზაციის კრებაზე დააპატიმრეს. 1933-1947წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. შეისწავლიდა თვალის ტუბერკულოზის, მხედველობის ნერვის დაავადების საკითხებს და სხვა. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1933); პროფესორი (1933). ოფთალმოლოგ ტატიანა შატილოვას მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.693; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.617 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

