Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალიოშა როგავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი. 1933 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო უმაღლეს სასცენო ხელოვნების ორწლიან კურსებზე. 1935-1936 წლების სეზონიდან იყო ზუგდიდის თეატრის მსახიობი. ზუგდიდის შემდეგ, მოღვაწეობას აგრძელებს ტყიბულის სახელმწიფო თეატრში, შემდეგ კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და გააგრძელა მუშაობა. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ჟანრის, ხასიათის, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე რეპერტუარის 300-ზე მეტი როლი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ბაში-აჩუკი (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), პლატონი, ბეკინა, არისტო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), ტარიელ შერვაშიძე (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ასკალანი (ვ. კანდელაკის "ერთხელ დახოცილები"), სიმონ გოდაბრელიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), სარალიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. მხატვრულ ფილმ "შერეკილებში" შესრულებული აქვს ღვთიშობელა კუპატაძის როლი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.45; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.172 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |