Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ანდრიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1953-1967წწ. მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაში - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად; 1967-1968წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე; 1968-1972წწ. საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1972-1974წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე" "საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა", შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია;მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა; 1971-1985წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის; 1974-1976წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდა თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი; 1992-2003წწ. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1992-1996წწ. იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი; 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის "წმინდა ნინოს" მონუმენტის აღმართვას; საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს "XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის" წოდება (2000), მედალი - "თბილისის ერთგულება", საქართველოს პრეზიდენტის სიგელი - "ერის გამორჩეული მოღვაწე" (2002). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.47-48; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 66; ბიბლიოვიკი: nplg.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |