Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ჩუბინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაიფციგი. 1927-1931 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში. 1934-1938 წლებში იყო ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქიტექტორ-ინსპექტორი; 1943-1945 და 1956-1958 წლებში ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი. 1945-1956 წლებში და 1958 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. იგი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და ქანდაკების მკვლევარია; შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლები (გუდარეხი, სამშვილდის სიონი, წეროვანი დეა სხვა) და ძეგლთა ჯგუფები (სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიები); გამოსცა შუა საუკუნეების რელიეფების ცალკეული ნიმუშები, ადრე შუა საუკუნეების ქვაჯვარები. პირველმა გამოიკვლია ქართულ ხეზე კვეთილობის X-XI საუკუნეების ნაწარმოებები. აქვს ნაშრომები ქართული საბჭოთა ხელოვნების შესახებ. ცნბილი ქართველი მეცნიერის გიორგი ჩუბინაშვილის ვაჟი. ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1961). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.165; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი: gch-centre.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |