შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1962-1997წწ. მუშაობდა "თბილწყალკანალის" სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1997-2003წწ. შპს "თბილკანალრემმშენის" დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის ინფრასტრუქტურის აღდგენა-შენებაში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის მშენებლობაში, წმ. მარინეს, ღვთისმშობლის სახელობისა და სხვა ტაძრების აღდგენა-რესტავრაციაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |