Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფლორა შედანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრალურთან არსებული დრამატული სტუდია 1939 წელს, რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. იყო სოხუმის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის (კ. გამსახურდიას სახელობის) მსახიობი. წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს: ტატიანა (გორკის "მდაბიონი"), ხასინტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ვარდო ("სურამის ციხე", ჭონქაძის მიხედვით), ვიოლა (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), გაიანე (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ლუიზა (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), ბორდოხანი ("დიდოსტატის მარჯვენა" გამსახურდიას მიხედვით), დამლაგებელი (ჩხაიძის "მიღების დღე") და სხვა. ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის მიხეილ ჩუბინიძის მეუღლე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.699; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |