The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიოლეტა პაქსაშვილი

ვიოლეტა პაქსაშვილი
Date of birth:15 May, 1938  (85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის განყოფილება 1957 წელს; შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს.

სწავლის პარალელურად იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შტატგარეშე მსახიობი; სხვადასხვა წლებში მუშობდა მახარაძის (1964-1966), თელავის (1966-1968), სოხუმის ქართული დასის (1968-1971), რუსთავის (1973-1979), თბილისის სახელმწიფო დრამატულ (1979-1986) თეატრებში, შემდეგ, რუსთაველის თეატრის მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას "ქალი კამელიებით"), ბაფთიანი გოგონა (ა. პერიალისის "ბაფთიანი გოგონა"), ადელა (ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), მარია ტიუდორი (ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), ესთერი (ი. ოტჩენაშეკის "რომეო და ჯულიეტა წყვდიადში"), მარიამი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), მაია (ნ. პოგოდინის "პეტრარკას სონეტი"), ბეტი (ჯ. პრისტლის "სახიფათო მოსახვევი"), დონა ბეტინა (ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი"), ანა ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), აღაზა (ვაჟა-ფშაველას "მთანი მაღალნი"), ლიდია ვასილიევნა (ა. არბუზოვის "ძველმოდური კომედია") და სხვა.  1983 წელს ვ. პაქსაშვილი კომისრის (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია") სახის შექმნისთვის სსრკ-ის 60 წლისთავისთვის მიძღვნილი დრამატურგიის საკავშირო დათვალიერებაზე დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.47; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.59; ვიოლეტა პაქსაშვილი : თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ ვიოლეტა პაქსაშვილის შემოქმედება / მარგარიტა გოგლაშვილი // საქართველოს ქალი . -თბილისი,1986. - N1. - გვ.16-18

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: