Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მამულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის გორის პედაგოგიური სემინარია 1917 წელს; 1918-1919წწ. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1928-1930წწ. - კინემატოგრაფიის საკავშირო ტექნიკუმში. 1930 წელს მუშაობა დაიწყო კინორეჟისორად მოსკოვის "მეჟრაბპრომფილმის" კინოფაბრიკაში; 1932-1934წწ. მუშაობდა მოსკოვის კინო-ფოტო მრეწველობის მთავარ სამმართველოში კონსულტანტად; 1935-1936წწ. იყო თბილისის სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. თბილისის კინოსტუდიაში ქრონიკის საქტორის გამგედ დაინიშნა. გადაღებული აქვს ფილმები: "შალვა დადიანი" (1937), "რა გააკეთე შენ სამშობლოს გამარჯვებისათვის" (1943), "ახალგაზრდობის აღლუმი" (1944), "პატრიოტული მოვალეობა" (1944), "აკაკი წერეთელი" (1959), "იაკობ გოგებაშვილი" (1960), "ოთხმოცდაათი წელი ლენინის დაბადებიდან" (1960), "ვასილ ამაშუკელი" (1971) და სხვა. კინორეჟისორი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.47; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.60; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.499-500 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |