შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ ბალა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხერსონი. 1935 წელს შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში; 1937 წელს შევიდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებულ თეატრალურ სასწავლებელში; 1941-1950წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქების დრამატულ თეატრებში მსახიობად (სტავროპოლი, არმავირი, კრასნოდარი, ერევანი, ვლადიმირი, სტალინსკი); 1950 წელს ჩაირიცხა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბორისი, ნეზმანოვი, ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი", "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), მარიუსი (ს. რაძინსკის "განკიცხულნი"), კოჭლი მეწისქვილე (გ. ბერძენიშვილის "კოჭლი მეწისქვილე"), კასი (ი. რუბინშტეინის "დრამატული კომპოზიცია"), პუშჩინი (დ. დელის "ა. პუშკინი"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), შურა (ლ. მალიუგინის "ძველი მეგობრები"), ვანია (ვ. გუსევის "რიბაკოვის შვილი"); ინტენსიურად მუშაობდა კინოსტუდიებში, მონაწილეობას იღებდა კინოფილმების გადაღებასა და გახმოვანებაში, შექმნილი აქვს რამოდენიმე როლი და ეპიზოდური სახე, მათ შორის: მიხაილი ("ორი ოკეანის საიდუმლოება"), რაზმელი (ტრილოგია "კამო", "არმენფილმი"), მუშა გიორგი ("ქალაქი ადრე იღვიძებს"), პოლიცმეისტერი (ტელეფილმი "ბარათაშვილი") და სხვა. აგრძელებდა შემოქმედებით მუშაობას საქართველოს კინოსტუდიაში, თბილისის 133-ე სკოლაში ასწავლიდა ესთეტიკას და ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.48; ქართული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |