The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონინა სმირნოვა

Date of birth:1 March, 1889
Date of death:1965  (at 75 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1910 წელს სარატოვის სახალხო სახლში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა დვინსკის, ვიტებსკის, სტავროპოლის, ასტრახანის, რიბინსკის, ბაქოსა და ვლადიკავკაზის თეატრებში. 1933 წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კორშუნოვა(ვ. დარასელის "კიკვიძე"), ფეოდოსია, კვაშნია, აკულინა(მ. გორკის "უკანასკნელნი", "ფსკერზე", "მდაბიონი"), ტანიას დედა(ვ. კატაევის "ყვავილების გზა"), კულაკი ქალი(ნ. პოგოდინის "არისტოკრატები"), ნასტია(ვ. კირშონის "არაჩვეულებრივი შენადნობი"), კუკუშკინა(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), არინა ივანოვნა(ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), მარგარიტა(ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), კნიაგინია მიაგკაია(ლ. ტოლსტოის "ანნა კარენინა) და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.21

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: