Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იამზე ტყავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1947-1951 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1951-1963 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ხოლო 1963 წლიდან მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლაზარილიო(ე. დიუმანუას და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), დუნიაშა(ნ. გოგოლის "ქორწინება"), ასკანიო(ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), დაფინო(ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), მაიკა(პ. კოჰუოტის "როცა ასეთი სიყვარულია"), დეიანირა(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ოლივია(უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), კონა(ე. გაბაშვილის "კონა"), ნებიერი ხანუმი(გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), პეტია(ვ. კატაევის "თეთრად ფრიალებს აფრა ეული"), ლივია(ბ. ბრეხტის "გალილეო გალილეი"), ბობა(ნ. პოგოდინის "ნუ გეჩქარებათ სიცილი"), მანიჟე(ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.21; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |