The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ გაგნიძე

Date of birth:1 March, 1919
Date of death:1987  (at 67 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს; 1946 წელს დაამთავრა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია.

1943-1946 წლებში მუშაობდა ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მასობრივი სანახაობის ორგანიზატორად. 1945-1947 წლებში იყო ამ  სტუდიის თანამშრომელი. 1952-1985 წლებში იყო თბილისის თოჯინების ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო(გ. გოგიჩაიშვილის "ტყის მეგობრები"), არწივის მართვე(გ. გორდაძის "დაბრუნებული ჭაბუკი"), მზია(მ. გოგიაშვილისა და დ. ჯალაღანიას "მზეჭაბუკი"), კურდღელი(გ. მატვეევის "პოტაპიჩი"), ბაჭია(გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა"), მელანო(დ. კასრაძის "ქალპეპელა"), წუნა(გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), დედა(ე. შვარცის "წითელქუდა"), პაკი(ს. მიხალკოვის "სამი გოჭი"), ჭუკი(ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის "ბატის ჭუკი"), დედა ბაყაყი(ჰ. ანდერსენის "ნამცეცა"), იბრუხტი, თამრო(გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.21

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: