Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ მატარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც არ დაუმთავრებია; 1901 წელს მუშაობდა ასოთამწყობად გაზეთ "კვალის" რედაქციაში; 1902 წელს ჩაირიცხა თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასში, რომლის მსახიობიც იყო 1921 წლამდე; შემდგომ წლებში მსახიობად მუშაობდა: ქუთაისის (1921-1925), თბილისის მსახიობთა ამხანაგობის დასში (1925-1926), ბათუმის (1926-1929), სოხუმის (1929-1931), ჭიათურის (1932-1933) თეატრებში, შემდეგ სახკინმრეწვში (1933-1935). მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სიღნაღის თეატრი, რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო 1931-1932წწ.; შემდგომ, 1935-1946წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ფილარმონიის მსახიობთა მხატვრულ კოლექტივებს; 1939 წელს საქართველოს სახელმწიფო ესტრადასთან ჩამოაყალიბა ვოდევილების ანსამბლი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ანტონიოსი (უ. შექსპირის "იულიუს კეისარი"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გიგო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ხანდრნირი (ა. აფინოგენოვის "მგლის ბილიკი"), გივი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), პრეზიდენტი (ფ. მილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.49; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 575 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |