The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე შახელი

ივანე შახელი
Date of birth:1913
Date of death:1983  (at 70 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის 45-ე საშუალო სკოლა; შემდეგ სწავლობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში, მონაწილეობდა სტუდიის სპექტაკლებში.

1937-1949წწ. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. ამ თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: პარისი, ჰორტენზიო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "ჭირვეულის მორჯულება"), ოქტავი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), კადუშკინი (ა. ანტონოვის "ჩვენი ახალგაზრდობა"), ჰოლდი (ბრუნშტეინის "გაგრძელება იქნება"), ხასანი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე") და სხვა. 1950-1955წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობი. ძირითადად თამაშობდა სახასიათო როლებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: ვარსკვლავთმრიცხველი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), პარდკასლი (ი. გოლდსმიტის "ერთი ღამის შეცდეომები"), ევგენი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), პოლკოვნიკი (პ. ლორიას "ნაირა"), ბალაშოვი (მ. მრევლისვილის "ბარათაშვილი"), სილვიო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), შალვა (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები"), ანდუყაფარი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი") და სხვა.; 1955 წელს მიიწვიეს თბილისის თოჯინების ქართულ თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. თოჯინების თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლომწა (ვ. გორდაძის "დარუბნელი ჭაბუკი"), მეფე (ა. პრეობრაჟენსკის "დიდი ივანე"), მზეჭაბუკი (კ. გოგიაშვილის "მზეჭაბუკი"), პაპა (ი. შურინოვას "თოვლის პაპა"), ხელმწიფე (ე. დანკოს "გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში"), ყარაბასი (ალ. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი"), მასხარა კატა (მ. გაჩეჩილაძის "ჭკუა და გამოცდილება") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.50;

          http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/99500

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: