The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩუგუნაშვილი

Other name:ეგორ ჩუგუნოვი
Date of birth:23 February, 1777
Date of death:16 May, 1827  (at 50 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი, რუსეთი
Category:Writer

Biography

1823 წელს ჩუგუშვილმა პეტერბურგში გამოსცა ფრანგულიდან რუსულად თარგმნილი და აქედან მის მიერვე თავისუფლად გადმოღებული "ენციკლოპედია ანუ შეკრებილება ზნეობითთა სწავლათა ჰაზრთანი და განსჯანი სხუათა და სხუათა თავთათვის დათხზული და აღსმული ანბანთა ზედა". დაბეჭდილია იოსებ იოანესიანის სტამბაში, მცირე ფორმატისაა (19X11), შედგება 3 ნაწილისაგან: საკუთრივ ენციკლოპედია (1-102 გვ.) (ტერმინენი ამ ტიპისაა: ამპარტავნებისათვის, პირმოთნეობისათვის), ფიზიკა (102-147გვ.), ზნეობითი სწავლა (147-159გვ.), ენციკლოპედია თავის დროზე იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ ბეჭდურის გარდა ხელნაწერების სახითაც ვრცელდებოდა. ამას მოწმობს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული, მშვენიერი კალიგრაფიით შესრულებული, 1860 წელს გადაწერილი ხელნაწერი (Q- 865), მას უთარგმნია აგრეთვე ეკატერინე II-ის განაწესი "ნაკაზი" ფილოსოფიურ-იურიდიული ტრაქტატი. პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწერალი, ენციკლოპედისტი, საგარეო საქმეთა კოლეგიის თარჯიმანი. იოანე ბატონიშვილი მას "მშვენიერ შემთხზველთა" შორის იხსენიებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.166


Share: