შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჩურსინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ეისკი. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1929 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ეთნოგრაფიული მასალის შესაგროვებლად ჩაატარა მრავალი ექსპედიცია კავკასიაში, რომლის საფუძველზე გამოაქვეყნა ეთნოგრაფიული ხასიათის შრომები, მათ შორის საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებზე და ცალკეულ გეოგრაფიულ ობიექტებზე ("კახეთის ხალხის ჩვეულება და სარწმუნოება" - 1906; "ბახმარო" - 1901; "მახინჯაური" - 1902 და სხვა). 1913 წლიდან იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მდივანი. ა. ლაისტერთან ერთად გამოაქვეყნა "კავკასიის გეოგრაფია"(1924) და "ამიერკავკასიის გეოგრაფია" (1929). რუსი ეთნოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.171 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |