The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩხეიძე

დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 1939  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. აქტიურად მონაწილეობდა 1899-1900 წლების თბილისის მუშათა გაფიცვებსა და მაისობებში. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს იყო მებრძოლი რაზმის წევრი და აგიტატორი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ზ. ჩოდრიშვილთან და ა. ოქუაშვილითან ერთად კუკიაზე (თბილისის ერთ-ერთი უბანი) მოაწყო იარაღის საწყობი და არალეგალური სტამბა. არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული. 1917-1918 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის დეპოში, იყო რკინიგზის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.174

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1896-)

გააზიარე: