The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სეხნია ჩხეიძე

Date of birth:16??
Date of death:1669
Category:Nobleman, Public official

Biography

იმერეთის სამეფოს სახლთუხუცესი, ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის მეთაური. დაწინაურდა ალექსანდრე III-ის (1639-1660) და განსაკუთრებით ბაგრატ IV- ის მეფობაში (1660-1681). მისი პირადი ინტერესების შესაბამისად წყდებოდა ბაგრატის ტახტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი; 1663 წელს ჩხეიძისა და მისი მომხრე თავადების დახმარებით ბაგრატმა ტახტი დაიბრუნა. 1666 წელს მისი ინიციატივით ქუთაისის ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1668 წელს მან კვლავ გაამეფა ბაგრატ IV, მაგრამ მალე ისევ განუდგა მას და ქუთაისის ციხე ისევ ოსმალებს ჩააბარა. იგი დაიღუპა ბაგრატ IV -ისა და მის მომხრეებთან ბრძოლაში ჩხართან. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.175


Share: