შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფიზიკო-მათემატიკური ფაკულტეტი აგრონომიის განხრით 1921 წელს. 1939 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის კათედრა, რომელსაც 1972 წლამდე განაგებდა. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის რეჟიმი, რომელიც საფუძვლად დაედო სარწყავი სისტემების დაპროექტება-მშენებლობას. ქართულ ენაზე პირველმა შეადგინა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტთათვის ორიგინალური სახელმძღვანელო "სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია". აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1947), პროფესორი(1948). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.176 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |