Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიტა ჩხენკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საშუალო სასწავლებელი ქუთაისში 1912 წელს; 1913-1917 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1920 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში. ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიასა და სოფლის მეურნეობას. 1936 წელს მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი (დისერტაცია დაიცვა თემაზე "სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში"), ამავე წლიდან ჰამბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1946 წლიდან ციურიხში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს. 1957 წელს გამოსცა (რ. ნოიკომთან ერთად) "ვისრამიანის" გერმანული გადამუშავებული თარგმანი. 1958 წელს გამოვიდა მისი ორტომეული "ქართული ენის შესავალი" (გერმანულ ენაზე). I ტომში წარმოდგენილია ქართული ენის თეორიული საფუძვლები; II -ში კი სავარჯიშოები და ქრესტომათია. 1960 წლიდან დაიწყო ვრცელი ქართულ-გერმანული ლექსიკონის შედგენა და გამოცემა ნაკვეთებად. მის სიცოცხლეში გამოვიდა 6 ნაკვეთი. ლექსიკონს მე-7 ნაკვეთიდან ხელმძღვანელობდა მისი მოწაფე ი. მარშევი. სულ გამოვიდა 26 ნაკვეთი, გამოცემა დამთავრდა 1974 წელს. ლექსიკოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |