შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიტა ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საშუალო სასწავლებელი ქუთაისში 1912 წელს; 1913-1917 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1920 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში. ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიასა და სოფლის მეურნეობას. 1936 წელს მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი (დისერტაცია დაიცვა თემაზე "სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში"), ამავე წლიდან ჰამბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1946 წლიდან ციურიხში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს. 1957 წელს გამოსცა (რ. ნოიკომთან ერთად) "ვისრამიანის" გერმანული გადამუშავებული თარგმანი. 1958 წელს გამოვიდა მისი ორტომეული "ქართული ენის შესავალი" (გერმანულ ენაზე). I ტომში წარმოდგენილია ქართული ენის თეორიული საფუძვლები; II -ში კი სავარჯიშოები და ქრესტომათია. 1960 წლიდან დაიწყო ვრცელი ქართულ-გერმანული ლექსიკონის შედგენა და გამოცემა ნაკვეთებად. მის სიცოცხლეში გამოვიდა 6 ნაკვეთი. ლექსიკონს მე-7 ნაკვეთიდან ხელმძღვანელობდა მისი მოწაფე ი. მარშევი. სულ გამოვიდა 26 ნაკვეთი, გამოცემა დამთავრდა 1974 წელს. ლექსიკოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |