Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ბალისევიჩი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 რკინიგზის შრომის სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1942-1943 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1943-1961 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტ-მოცეკვავე, 1943-1947 წლებში მუშაობდა ქართული ცეკვის მასწავლებლად თბილისის მაუდ-კამვოლის ფაბრიკაში, თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, ბავშვთა კოლონიაში, აბაშის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. ლევან ბალისევიჩი ასრულებდა შემდეგ სოლო-ცეკვებს: "ნეტავი გოგო მე და შენ", "ოსური დუეტი", სვანური ცეკვა "შეირადა", სოლო ნომერი "ხორუმში" და სხვ. 1985 წელს იყო მსუბუქი მრეწველობის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლ "ბერმუხას" მომღერალი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.22 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |