The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კაიროვი

სხვა სახელი:ზაალო
დაბადების თარიღი:1913  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. არდონი, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ.

მერვე კლასიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა (1936-1941) ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო განხრით; 1944 წელს დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1930-1938წწ. თვითმოქმედ დრამატულ წრეებში დადგა 20-ზე მეტი სპექტაკლი, რომლებშიც ხშირად თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს; 1932 წელს ბესლანში ჩამოაყალიბა დრამატული წრე; 1938-1954წწ. იყო ცხინვალის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; შემდეგი წლების განმავლობაში მუშობდა ამავე თეატრის რეჟისორად. მის მიერ სხვადასხვა დროს განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ედგარი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ხასანა (დ. მამსუროვის "ხასანა"), ხაზბი (ე. ბრიტაევის "სხვისი შვილები"), არსენა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), არკადი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ფლორინდო (გ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), თაიმურაზი (ა. თანდუევის "თაიმურაზი"), კომისარი (გ. ბეგიზოვას "20-იანი წლები"), პარატოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ასლოუბეკი (ვლ. კაიროვის "ბსეტსეს ვაჟები") და სხვ.; მისი პირველი დადგმა იყო ცხინვალის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დ. თემირიაევის "შურისმაძიებელნი", შემდეგ განახორციელა მ. გუჩმაზოვის "მგლები", ვ. გაგლოევის "თქმულება დედაზე", გოლდონის "სკაპენის ოინები", ნ. გოგოლის "ქორწინება", ა. ცაგარელის "ხანუმა", მ. მრევლიშვილის "ზვავი", მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი" და სხვ.; ცნობილია როგორც დრამატურგი. მისი პიესები ("ბათას შვილები", "აცამაზი") არაერთხელ დადგმულა დრამატული თეატრების სცენაზე; მან საზოგადოებრივ საწყისებზე ცხინვალის თეატრთან სხვადასხვა დროს (1942, 1960) დააარსა თეატრალური სტუდიები.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.54

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: