The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბუგიანიშვილი

შოთა ბუგიანიშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1914
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1988  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასცენო ხელოვნების უმაღლესი სამწლიანი კურსები ქორეოგრაფიული განხრით.

1934-1957 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის მსახიობი. 1957 წლიდან იყო ამავე თეატრის მიმანსის საამქროს გამგე. შოთა ბუგიანაშვილი ოპერის თეატრთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა სსრ კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, აგრეთვე საზღვარგარეთაც (ლოძი, პოლონეთი, 1969). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დოჟი (ა. მაჭავარიანის "ოტელო"), პარტიზანი (დ. თორაძის "მშვიდობისათვის"), მესაზღვრე (შ. თაქთაქიშვილის "მალთაყვა), მზვერავი (ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), დათვი (ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი"), მეზღვაურის ცეკვა (რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო"), მიშოს მამა (ვ. ჰერსტელის "ამაო სიფრთხილე"), მამა (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ესტევანი (ა. კრეინის "ლაურენსია"). იგი ასრულებდა ცეკვებს: მთიულური და ლეკური  (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ლეკური, მთიულური, კინტაური (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ლეკური (მ. ბალანჩივაძის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), გლეხური ცეკვა და სადარბაისლო, ბერიკაობა (ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), ცეკვა მთიულური (ი. გოკიელის "პატარა კახი"), ქართული მასობრივი ცეკვები (შ. თაქთაქიშვილის "დეპუტატი"), ცეკვა მთიულური (ი. ტუსკიას "სამშობლო"), ლეკური (გ. კილაძის "ლადო კეცხოველი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: