The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საშა ალაზნისპირელი

საშა ალაზნისპირელი
Legal name:ალექსანდრე კოჭლამაზაშვილი
Date of birth:14 June, 1898
Date of death:1984  (at 85 years)
Category:Playwright, Translator, Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზია.

პირველად სცენაზე 1917 წელს გამოვიდა ქ. კარაკლისის (ამჟამად კიროვობადი) სცენაზე; 1918-1920წწ. მსახიობად მუშაობდა მუშტაიდის კლუბთან არსებულ დრამატულ კლუბში. მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა ქართულ ხელოვნებაში, იყო მსახიობი, რეჟისორი, ორგანიზატორი, დრამატურგი, მთარგმნელი და კინომსახიობი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა შემდეგ თეატრებში: 1922-1925წწ. ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, 1926-1932წწ. - ჭიათურის მუშათა თეატრში; 1933 წელს მთავრობის განკარგულებით მივლინებულ იქნა გორში პროფესიული თეატრის დასაარსებლად. მან შეკრიბა დასი და საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა პერიოდის გორის პროფესიულ თეატრს. იყო ამ თეატრის დირექტორი, მსახიობი, რეჟისორი. გორში დაჰყო 1936 წლამდე. შემდეგ ტყიბულის პროფესიული თეატრის დაარსება დაავალეს და აქაც (1936-1938) ამ თეატრის დირექტორის, რეჟისორის მოვალეობას ასრულებდა და მსახიობობდა კიდეც; შემდეგ მუშობდა მსახიობად და რეჟისორად თელავის დრამატულ (1938-1940) და თბილისის სანიტარული კულტურის (1943-1944) თეატრებში. იყო დირექტორი და მთავარი რეჟისორი ლანჩხუთის (1945-1946), წითელწყაროს (1946-1947) თეატრებისა, მუშაობდა რეჟისორად რუსთავის საქალაქო კულტურის სახლის დრამკოლექტივში (1955-1958). 1940 წლიდან თეატრში მუშაობის პარალელურად თანამშრომლობდა მსახიობად "ქართულ ფილმში". შექმნა მთელი რიგი ისეთი მნიშვნელოვანი სცენური სახეები, როგორიცაა: ენგიჩარი, ანზორი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "ანზორი"), სარდიონ დიდიძე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), იასონი (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ორლოვი, ბოროდინი (ა. აფინოგენოვის "მგლის ბილიკი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), კარლ ტომასი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ") და სხვ.; მის მიერ დადგმული პიესებიდან აღსანიშნავია: ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე", ი. გედევანიშვილის "გადასასვლელზე", ვ. კირშონის "პური", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და სხვ.; ავტორია 20-მდე პიესისა: "დოლარის სამეფოში", "მომხსენებელი სოფლად", "ძილის მარწუხში", "პირისპირ", "როცა ფესვები ლპებიან" და სხვ.; თარგმნა ბ. ლავრენიოვის "მტრები", მარიენგოფის "ადამიანები და ღორები" და სხვ.; კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მათე ("ჟუჟუნას მზითევი"), კიკოლა ("ქაჯანა"), ხუროთმოძღვარი ("გიორგი სააკაძე") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.55; geocinema.ge

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: