The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ისნელი

სერგო ისნელი
Legal name:სერგო აპრესიანი
Date of birth:6 July, 1918
Date of death:27 May, 1994  (at 75 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის საესტრადო სტუდიაში. პარალელურად მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა კლუბში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1938 წელს გადავიდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომელიც შემდგომ გადაკეთდა თეატრალურ ინსტიტუტად. 1942 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1973-1974წწ. რუსთაველის სახელობის თეატრისაგან მოუწყვეტლად მუშაობდა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხური დრამის თეატრის დირექტორად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ალავერდი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარკიზი (ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), ბრისაილი (როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ჯაფარ ყული ხანი, შეთე (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები, "ხევისბერი გოჩა"), სენატორი (უ. შექსპირის "ოტელო"), მამაევის მსახური (ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"), ეფრეიტორი კუნცი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ბრიგადირი (ლ. ჭუბაბრიას "ჩვენი ფრთები"), ყარა იუსუფ (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "ქალაქი ადრე იღვიძებს" (ქარხნის მუშა, 1967), "გასეირნება თბილისში" (ნამდვილი თბილისელი და სხვები, 1967).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.57; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: