Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი შერაზადიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა რუსთაველის სახალხო თეატრთან არსებული სტუდია 1933 წელს. 1938 წლიდან მუშაობდა სოხუმის, გორის, თელავის და ველისციხის თეატრებში. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე კი ცხინვალის ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი და რეჟისორი იყო. მან 250-ზე მეტი სახე შექმნა სცენაზე. გოჩა (ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ლევან ჩადუნელი (მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), კომბლე (ნახუცრიშვილის "კომბლე"), ჟამთაბერი (ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ლევანი (ერისთვის "სამშობლო"), თინიბეგი (მრევლიშვილის "ზვავი"), ოთარ-ბეგი და ანანია (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვა. როგორც რეჟისორმა, 40-მდე პიესა დადგა: "ხევისბერი გოჩა" (ყაზბეგის მიხედვით), ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", შატბერაშვილის "ფიქრის გორა", ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.718 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |