The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აპოლონ შეროზია

აპოლონ შეროზია
Date of birth:23 June, 1927
Date of death:12 June, 1981  (at 53 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უშაფათი, სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილება 1951 წელს. 

1955-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში; 1960-1981წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა განწყობის ფსიქოლოგიური თეორიის ფილოსოფიური საფუძვლები, რომელსაც ორტომიანი გამოკვლევა მიუძღვნა. განწყობის თეორიის შუქზე იკვლევდა ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნებას, აჩვენებდა ძირეულ განსხვავებასა და დაპირისპირებას დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიასა და ფროიდის ფსიქოანალიზს შორის, შეიმუშავა ორიგინალური კონცეფცია ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ერთიანობის შესახებ. ამ ასპექტში შეისწავლა პიროვნების ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვით ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკური ერთიან ადამიანურ ფსიქიკას ქმნის, რაც საფუძვლად უდევს პიროვნების მთლიანობას. იგი იკვლევდა XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული ფილოსოფიური აზროვნების ძირითად მიმართულებებს, რომელსაც მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.720; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.178

Member of Organizations

  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფსიქოანალიზის აკადემია, წევრი (1980-)
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფსიქოანალიზის აკადემიის ინტერნაციონალური ჟურნალის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი (1979-)
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფსიქოანალიზის აკადემის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1980-)
  • დინამიკური ფსიქიატრიის მსოფლიო ასოციაცია, რეგიონალური თავჯდომარე (1980-)
  • დინამკიური ფსიქიატრიის მსოფლიო ასოციაცია, დამფუძნებელი წევრი (1980-)

Bibliography


Share: