შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1938 წელს. 1949-1960 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის დოცენტი, ხოლო 1960-1973 წლებში კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მაგარი ხორბლის შესწავლის საკითხებს. მანვე აღწერა და დაადგინა თავთუხის სახესხვაობანი, შეისწავლა ღომის კულტურის ადგილობრივი ჯიშები. თანააავტორია მემცენარეობის დამხმარე სახელმძღვანელოსი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის. აგრონომ-მემცენარე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1962). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 176 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |