Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ჩხობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტყაჩირი, წყალტუბოს რაიონი. 1930 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. 1931 წელს ექსტერნად დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, 1938- წელს "ვისტრელის" კურსები, 1951 წელს კი მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945წწ. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და კალინინის ფრონტებზე იბრძოდა. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. 1944-1956წწ. თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური; 1957-1963წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1956 წლიდან თადარიგში იყო. დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.178; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |