The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კუპრაშვილი

ალექსანდრე კუპრაშვილი
სხვა სახელი:სესიკა
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1904
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1979  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

1921 წლიდან დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა თბილისის პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1925 წელს დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა იმავე თეატრის დასის შემადგენლობაში, სადაც მუშაობდა 1948 წლამდე. 1949 წლიდან მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს ფილარმონიაში. 1952 წლიდან ა. კუპრაშვილი ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეტრში გადავიდა, თუმცა იმავე წელს კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრს უბრუნდება. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სიმონიკა(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), გერვასი, ბერდოსანი(შ. დადიანი "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი"), ბათლომე(გრ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ხუბუტია(ალ. მაშაშვილის "განგაში") და სხვ. ა. კუპრაშვილი გადაღებულია ფილმებში: "მანანა", "ზვიგენის კბილი", "კარდაკარ", "დიდოსტატის მარჯვენა", "წუთისოფელი", "ჩარირამა" და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ.14;

http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=598

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: