შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1972წწ. საწარმოო კომბინატის დირექტორად; 1976-1977წწ. სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი; 1968-1970წწ. ხელმძღვანელობდა ობიექტების მშენებლობას არაბთა ისლამურ და 1972-1976წწ. გვინეის დემოკრატიულ რესპუბლიკებში; 1995 წლიდან არის სს "ლომისის" გენერალური დირექტორი; მისი მონაწილეობით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტი აშენდა; მათ შორისაა: სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის უმსხვილესი ობიექტები (კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში), ახალი სამოსახლო უბნები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |