Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მრავლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1926 წელს, თბილისის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ თბილისის მუშათა(1926-1928), თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული(1928-1930), ქუთაისის(1931-1932) თეატრებში. 1932-1933 წლებში იყო სახკინმრეწვის კინოფილმის გადამღები ჯგუფის უფროსი. 1934-1940 წლებში მუშაობდა ტექნიკურ რეჟისორად კოტე მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო 1940-1955 წლებში იყო ბათუმის თეატრში დამდგმელი რეჟისორი, შემდეგ იმავე თეატრში გადაყვანილ იქნა სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1940 წელს ბათუმში შეთავსებით მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: აჭარის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ, რეპერტკომის უფროსად და სხვ. გიორგი მრავლაძემ განახორციელა 35-ზე მეტი დადგმა, მათ შორის აღსანიშნავია: პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულოდ დამნაშავენი", კ. სიმონოვის "მელოდე", ვ. შკვარკინის "სხვისი ბავშვი", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.26 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |