The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მოსია

შალვა მოსია
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1918
გარდაცვ. თარიღი:1986  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

1936 წელს სოფ. დარჩელის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ზუგდიდის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბიბლიოთეკარად; 1937 წელს სტაჟიორად ჩაირიცხა ზუგდიდის თეატრში; 1939 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. ზუგდიდის თეატრის სცენაზე მის მირ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიოზ ფაღავა (ვ. გუნიას "და-ძმა"), კორშუნოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ოთარბეგი (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), რაიკომის მდივანი, ჯონ რაიტი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", "ჩაძირული ქვები"), ბორისი (ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე"), იულიუს ფუჩეკი (მ. ბურიაკოვსკის "პრაღა მაინც ჩემია"), ხადილა (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), საქუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ბეკინა, კირილე (დ. კლდიაშვილის "სამანისვილის დედინაცვალი"), დონ სეზარი (ა. დემენუას და ი. დენერის "დონ სეზარ და ბაზანი"), კაც ზვამბაია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ბეგი (შ. დადიანის "გვირგვლიანების ოჯახი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ზურაბ ქართველაძე (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.68; ეროვნული ფილმოგრაფია :        www.geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: