Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე წულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. 1955 წელს გალის I საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კულტურის სახლის დრამატულ წრეში; 1956-1957 და 1961-1964წწ. სოხუმის თეატრის ქართული დასის მსახიობია; 1957-1961წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1964 წლიდან ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია, სოხუმის თეატრში: ზეზვა (ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი"), მეფე (გრ. აბაშიძის "მოგზაურობა სამ დროში"), პარისი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), მურზა (დ. შენგელაიას "ბათა ქექია") აბესალომი (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), დავითი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი") და სხვა; ზუგდიდის თეატრში: არზაყანი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), იულიუსი (ი. ლაიზევიჩის "იულიუს ტარანტული"), გიჟუა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ისკანდერი (მ. ბოიაჯიევის "დუელი"), შალიკია (ალ. შალუტაშვილის "კატასტროფა"), გიორგი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), ხარიტონი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გოგი ლეჟავა (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ფიცილა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე") და სხვა. პარალელურად ეწევა რეჟისორულ მოღვაწეობას. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. არგუნის "მოტაცებული საცოლე", მ. ბოიჯიევის "დუელი", ი. ვაკელის "აპრაკუნე" და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.71; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.89; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.102 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |