შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცაგარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა უკრაინაში. 1924 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. მას ეკუთვნის ლექსები, კინოსცენარები; რუსულ ენაზე თარგმნა ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები: დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე აბაშელის ლექსები, იოსებ თბილელის "დიდმოურავიანი", უიარაღოს "მამლუკი"; აგრეთვე "ვეფხისტყაოსანი"; ეს იყო დედნიდან შესრულებული პირველი თარგმანი (ცალკე წიგნად გამოიცა 1937 წ. მოსკოვში, II გამოცემა 1953), რომელიც დედანთან სიახლოვის გამო შემდგომ დიდად დაეხმარა რუსულ თუ უცხოურ ენებზე ვეფხისტყაოსნის სხვა მთარგმნელებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.183; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |