Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ცანავა![]()
Biographyდაამთავრა ბათუმის რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს. 1946 წლიდან ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასშია. იგი სახასიათო და კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. მან განასახიერა როლები: მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი), ვანო, ზურიკელა, კოწია (ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა", "მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს"), დარისპანი (დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჰაკი აძბა (ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), მალვოლიო (შექსპირის "მეთორმეტე ღამე") აგაბო (ოტია იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), დახუნდარა (კონსტანტინე ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), უცნობი (კიტა ბუაჩიძის "უცნობი") და სხვა. გადაღებულია რამდენიმე კინო-ფილმში. 2010 წელს ბათუმის დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.125 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |