The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ცანავა

იური ცანავა
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 2014  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1976 წელს.

1946 წლიდან ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასშია. იგი სახასიათო და კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. მან განასახიერა როლები: მოლა მუსა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი), ვანო, ზურიკელა, კოწია (ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა", "მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს"), დარისპანი (დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჰაკი აძბა (ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), მალვოლიო (შექსპირის "მეთორმეტე ღამე") აგაბო (ოტია იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), დახუნდარა (კონსტანტინე ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), უცნობი (კიტა ბუაჩიძის "უცნობი") და სხვა. გადაღებულია რამდენიმე კინო-ფილმში. 2010 წელს ბათუმის დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.125

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - საპატიო ბათუმელი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1961 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • იუსუფ კობალაძის სახელობის პრემია

გააზიარე: