Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ცანავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნალეფსოვო, ახლანდენი სენაკის რაიონი. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე რუსეთსა და საქართველოში. 1912 წელს ხონის სახელოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სევასტოპოლის სავაჭრო ფლოტის საზღვაოსნო სასწავლებელში. პარალელურად მუშაობდა სევასტოპოლის ნავსადგურში ზეინკლად. 1914 წელს ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც 1915 წელს დააპატიმრეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს აქტიურად მონაწილეობდა სევასტოპოლის ადგილობრივ პოლიციასა და მეფის არმიის ოფიცერთა განიარაღებაში, შემდეგ სევასტოპოლის საბჭოს შექმნაში, პერეკოპის დაცვაში, გერმანელი ოკუპანტებისა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წლის ივნისში კვლავ დააპატიმრეს. 1919 წლიდან მუშაობა დაიწყო მექანიკოსად ფოთში და განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. მალე დააპატიმრეს და 1920 წლის აგვისტოში აზერბაიჯანში გადაასახლეს. 1921 წლის მარტში დაბრუნდა საქართველოში, იმავე წლის მაისში დანიშნეს ფოთის ნავსადგურის უფროსად. შემდგომ პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.186 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |