შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნალეფსოვო, ახლანდენი სენაკის რაიონი. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე რუსეთსა და საქართველოში. 1912 წელს ხონის სახელოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სევასტოპოლის სავაჭრო ფლოტის საზღვაოსნო სასწავლებელში. პარალელურად მუშაობდა სევასტოპოლის ნავსადგურში ზეინკლად. 1914 წელს ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც 1915 წელს დააპატიმრეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს აქტიურად მონაწილეობდა სევასტოპოლის ადგილობრივ პოლიციასა და მეფის არმიის ოფიცერთა განიარაღებაში, შემდეგ სევასტოპოლის საბჭოს შექმნაში, პერეკოპის დაცვაში, გერმანელი ოკუპანტებისა და დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წლის ივნისში კვლავ დააპატიმრეს. 1919 წლიდან მუშაობა დაიწყო მექანიკოსად ფოთში და განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. მალე დააპატიმრეს და 1920 წლის აგვისტოში აზერბაიჯანში გადაასახლეს. 1921 წლის მარტში დაბრუნდა საქართველოში, იმავე წლის მაისში დანიშნეს ფოთის ნავსადგურის უფროსად. შემდგომ პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |