The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ცქიტიშვილი

ეთერ ცქიტიშვილი
Date of birth:20 September, 1913
Date of death:1999  (at 85 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შრომის 15-ე სკოლა.

1935 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძიძა (აკ. ბელიაშვილის "თეთრი ფინია"), გოშა (კ. მაჭარაძის "ხაფანგი"), მკითხავი (ნ. ლომოურის "ქაჯანა"), ქიტო, ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"), ჯემალი (გ. როსებას "ყაითარი"), ივანიკა, ვირი (გ. ჩიქოვანის "ორი ქოსატყუილა), მინისტრი მშენებელი (ს. პრეობრაჟენსკის "გაზაფხულის ყვავილი"), ამპარტავანი კურდღელი (ს. მიხალკოვის "ამპარტავანი კურდღელი"), პრინცესა (ლ. ბრამესევიჩის "ჩექმებიანი კატა"), ვაჟა (ვ. ნიკოლაიშვილის "შვლის ნუკრი"), ბურატინო (დ. ძიგუას "ბურატინოს თავგადასავალი"), ბუტია (მ. სუბონინის "ბუტია"), თხუპნია (ტ. ხავთასის "თხუპნია"), ჯადოქარი ჩარამარა (ვ. ცინიბულვის "ცისფერი მარალიტი"), ბიჭი (ო. იოსელიანის "დაჩის ზღაპარი"), დედა (ნ. გერნეტის "ალადინის ჯადოსნური ლამპარი"), ყეფია (ნ. ღვინეფაძის "ჩვენი აიბოლიტი") და სხვა. იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი, ამაგდარი მსახიობი; მას დიდი დამსახურება მიუძღვის რუსთავის თოჯინების სახლმწიფო თეატრის მსახიობთა ახალგაზრდული დასის ფორმირებასა და თოჯინური ხელოვნების დაუფლების საქმეში. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დროს გამართულ ყველა საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებში თბილისის თოჯინების თეატრის მონაწილეობით.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.73

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: