Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზნაკვი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი 1917 წელს. მუშაობდა სოხუმში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად მოღვაწეობდა სოხუმის დრამწრეში, მეთამბაქოეთა და მეზღვაურთა კლუბებში. 1928 წელს სოხუმში გახსნეს ქართული დრამატული თეატრის სეზონი დ. ძნელაძის ხელმძღვანელობით. 1932 წელს ქართული დრამატული თეატრი სოხუმში დახურეს და მხოლოდ 1936 წელს აღადგინეს. აღდგენის დღიდან კვლავ ქართულ დრამაში იწყებს მუშაობას მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გენერალი რიტნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), არტემიევი (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), გერვასი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბრაბანციო (უ. შექსპირის "ოტელო"), თანდილა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ჰომფარშალი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მეწისქვილე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ალექსანდრე (ა. წერეთლის "კინტო"), ბეწიკა (გ. გაბუნიას "ორჯონიკიძის ხმალი"), ყარა იუსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ექიმი (მ. გორკის "მდაბიონი"), გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ივანე (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მაზუთიანი (ავქ. ცაგარელის "ციმბირელი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.6 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |