შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ არუცევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1956წწ. მუშაობდა ქ. ახალციხის N2 მაღაროში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1956-1970წწ. ბორჯომის საკურორტო მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1983წწ. ხელმძღვანელობდა ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს "კურორტმშენს"; 1983-1985წწ. ბორჯომის ტურბაზას; 1985-1991წწ. ქ. ბორჯომის სამშენებლო საქმეებისა და არქიტექტურის სამსახურს; მონაწილეობდა საბაგირო გზის (ბორჯომის პარკში), ხიდის, სანატორიუმების, საკონცერტო და კინოდარბაზის მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |