Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამული არშბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს, 1974 წელს ამავე ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი. 1958-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქ. სოხუმის ფილიალში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური დამწყები ინჟინრიდან ინსტიტუტის დირექტორობამდე; 1982-1993წწ. იყო აფხაზეთის ასსრ არქიტექტურისა და მშენებლობის ტექნიკური ცენტრის დირექტორი; გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი პუბლიკაცია მხარის არქიტექტურის საკითხებზე; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია ქ. სოხუმის და ქ. ოჩამჩირის გენერალური გეგმების პროექტები, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე დასასვენებელი სახლების, სასტუმროების, საექსკურსიო-ტურისტული კომპლექსების, სასოფლო ცენტრები (სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირისა და გუდაუთის რაიონებში) და სხვა პროექტები; 1993-2010წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. მოსკოვში, იყო რუსეთის ფედერაციის არქიტექტორთა კავშირის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 2010 წლიდან იგი კვლავ ქ. სოხუმში დაბრუნდა და მოღვაწეობდა სპეციალობით. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზღვისპირა რაიონების (აფხაზეთის მაგალითზე) საკურორტო-ტურისტული ზონების არქიტექტურულ-გეგმარებითი ორგანიზაცია", დაიცვა 1985 წელს ქ. მოსკოვში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.57 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |